„ვინმეზე” ნაკლები ოლიგარქია ეს მევახშე, თუ „ჩვენიანია” და „მოსულას” პრინციპია?! ხომ არ გგონიათ რომ ხაზარაძისგან მიღებული თანხა-ბონუსი სხვა არის და “ლუსტრირებული” არ არის?!, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი და ხელოვანი ხალხის "შეხვევა" გამოყენება იცვლება ხაზარაძის ფონდით და "შეხვევა " გამოყენებით ორივე ხმებს ითხოვს , ანგარება ჰქვია ამას და არა ქველმოქმედება. მინდა ვუთხრა ზოგიერთს შევახსენო , ზუსტად იგივეა და ვერ გააპრავებენ ამ ფონდიდან ფულის აღებას ვერანაირი "ევროპულ-ტვორჩესკი “ შეფუთვით მევახშე ხაზარაძე ვერ “გააპრავებს”, ანგარება ანგარებაა, თუ ძველ თაობას აკრიტიკებდით “ზოგიერთები” ივანიშვილი ფონდი აფინანსებსო, ხომ არ გგონიათ რომ ხაზარაძისგან მიღებული თანხა-ბონუსი სხვა არის და “ლუსტრირებული” არ არის?????!!!!
რა უკეთესი “ ტიპია”ეს მევახშე თუ “ვინმეზე” ნაკლები (ბნელი 90- იანების) ოლიგარქია თუ, როგორც ნოდარ ნათაძე წერდა ღიად, 1989 წელს მერაბ კოსტავასთვის არ მოუქნევია ფეხი?! აბა რა ხდება, “ჩვენიანია” და “ჩვენიანი” ოლიგარქია და “მოსულას” პრინციპია????!!!
ჰოდა, მაშინ ღირებულებებზე ნუ გამოიდებს ”ზოგიერთი” თავს და სხვების კრიტიკაც არ -აღარ გაბედონ!!!!!
ორმაგი სტანდარტი",- წერს ჩარკვიანი.
0
0