
„მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას განცხადებით, ივანიშვილი არც პროევროპელი და არც პრორუსია, ის პროთავისია.
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში, ეს ის წითელი ხაზებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია.
მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ, გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ თქვენ.
თქვენ უნდა იცოდეთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, - აცხადებს გიორგი გახარია.
0
0