
ამირან გამყრელიძე პანდემიის შესუსტების საუკეთესო საშუალებად ვაქცინაციას ასახელებს და აცხადებს, რომ მასზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არაფერი შეუქმნია.
ამის შესახებ მან „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“, „ანტივაქსერებთან“ დაკავშირებული კითხვის პასუხად ისაუბრა. იმუნოლოგი ამბობს, რომ ვაქცინისა და ვაქცინაციის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცესია და ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას, თუმცა ეს „მეცნიერულად უნდა მტკიცდებოდეს“.
„ჩვენ, მეცნიერები, ვმსჯელობთ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტებით. მეცნიერული მტკიცებულება კი გვეუბნება, რომ ვაქცინაზე უკეთესი, ბოლო 200 წლის განმავლობაში, ჯერჯერობით, კაცობრიობას, არაფერი შეუქმნია. ვაქცინა, ხელის ჰიგიენა, პენიცილინი, ანესთეზია - ესენია ყველაზე დიდი ლოკომოტივები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, განსაკუთრებით კი - ამ გენერაციის ვაქცინები. კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, მსოფლიოში, ჯამში, 12 მილიადზე მეტი აცრა გაკეთდა“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026