
ამერიკის მთავრობის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვიტაც ე.წ. სპეცოპერაციის დაწყებიდან 30 000-მდე მებრძოლი დაიღუპა ვაგნერის რიგებში, ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა კომენტარი გააკეთა.
„მართლაც, დაღუპულთა დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ოპერაციის დაწყებიდან. 30 000-ზე ბევრია, 100 000 - 110 000-მდე მგონია, მაგრამ ფორმულირება არასწორია. ეს ჯარისკაცები დაიღუპნენ არა ვაგნერის რიგებში, არამედ როდესაც ისინი მოხვდნენ ვაგნერის საბრძოლო ფორმირებებში. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების და სხვა სტრუქტურების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ცდილობენ ებრძოლონ ვაგნერის. ვაგნერის ხელით დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 110 000-ია. ჩვენ სამხედრო ტყვეებს არ ვკლავთ და არ ვესვრით მათ“, - განმარტავს ჯგუფის დამფუძნებელი.
0
0