
„ვაგნერის“ მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, – ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, საერთოდ არაფერს. უბრალოდ სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარასებობა და ეს რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა იარაღით. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა რუსეთის ხელმძღვანელი მსოფლიოს 2021 წელს. მას ჰქონდა რაღაც ულტიმატუმები, ის ცდილობდა, რაღაც ძალის დემონსტრირებას. 2022 წელმა აჩვენა, რომ მას შეეშალა, თავისი ილუზიითა და სიცრუით, რომლითაც მას კვებავენ. ისინი იქ, კრემლში, მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ტერორზე, ნებისმიერ სისულელეზე, თუმცა არ შეუძლიათ აუცილებელი კონტროლის ერთი პროცენტის უზრუნველყოფაც კი. სწორედ ისინი არიან რეალური პრობლემა. ერთ დღეში მათ დაკარგეს თავისი რამდენიმე ქალაქი და აჩვენეს ყველა რუს კრიმინალს, დაქირავებულ მებრძოლს, ოლიგარქს და ნებისმიერ სხვა, რამდენად მარტივია რუსული ქალაქების და სავარაუდოდ იარაღის არსენალების დაკავება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025