
„ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ზელენსკის საჰაერო დუელში იწვევს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ დაქირავებული „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელი Su-24 ბომბდამშენ თვითმფრინავში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ეს პრიგოჟინისა და მისი პირადი არმიის პოპულარიზაციის ბოლო მცდელობა იყო.
„ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ [ზელენსკი], ჩვენ დავფრინდით. ჩვენ დავბომბეთ ბახმუტი. ხვალ MiG-29-ით ვიფრენთ. თუ გინდათ, ცაში შევხვდეთ. თუ გაიმარჯვებთ, არტიომოვსკი [ბახმუტი] თქვენ დაგრჩებათ, თუ არა - ჩვენ [მდინარე] დნიპრომდე წინ წავიწევთ", - თქვა პრიგოჟინმა.
„ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებული მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში რუს ჯარისკაცებს საკვანძო ქალაქ ბახმუტის დაკავებაში ეხმარებიან.
აშშ-ის შეფასებით, ამჟამად, რუსეთ-უკრაინის ფრონტზე „ვაგნერის ჯგუფის“ 50 000-მდე მებრძოლია დისლოცირებული, მათ შორის 10,000 კონტრაქტორი და 40,000 მსჯავრდებულია, რომლებიც რეკრუტირებული არიან რუსეთის ციხეებიდან.
0
0