
ორმა მამაკაცმა, რომლებიც, მათივე თქმით, რუსეთის დაქირავებული სამხედრო შენაერთის -„ვაგნერის ჯგუფის“ - ყოფილი მეთაურები არიან, დევნილთა უფლებადამცველ ჯგუფს განუცხადეს, რომ მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.
ვიდეო ფორმატის ინტერვიუებში, რომლებიც საფრანგეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია Gulagu.net-მა ინტერნეტში გამოაქვეყნა, ყოფილი მეთაურები რუსეთში არსებულ კორუფციასა და დონეცკსა და ბახმუტში წამების ფაქტების შესახებ საუბრობენ.
ყოფილი მსჯავრდებულები - აზამატ ულდაროვი და ალექსეი სავიჩი - პრეზიდენტმა შეიწყალა. მათი განცხადებით, მათ აღნიშნული სასტიკი ქმედებები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარსა და ბახმუტში ჩაიდინეს. ულდაროვმა გოგონას მკვლელობაც კი აღწერა.
"ხუთი-ექვსი წლის ბავშვი იყო, ყვიროდა და მე მას ვესროლე. ბრძანების მიხედვით, ცოცხალი არავინ, არცერთი, უნდა დამეტოვებინა. ვინც გზად შემხვდებოდა, ყველას ლიკვიდაცია უნდა მომეხდინა,“ - ამბობს აზამატ ულდაროვი.
სავიჩმა ასევე აღწერა, თუ როგორ ატარებდა სამხედრო ჯგუფი სახლების გაძარცვის ოპერაციებს: "ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომ ყველა სახლი მთლიანად გაგვეძარცვა. თქვენ გესმით, რას ნიშნავს ეს? "გაიყვანეთ მშვიდობიანი მოქალაქეები სახლიდან!" - არაფერი მსგავსი მოწოდება არ გვსმენია. დავემორჩილე ბრძანებას და ისე ვმოქმედებდი, რომ ვინ იყვნენ სახლებში, არ მაინტერესებდა."
ულდაროვისა და სავიჩის ჩვენებები დამოუკიდებლად გადამოწმებული არ არის. ყოფილი მეთაურების ვიდეოსაუბრების გამოქვეყნების შემდეგ, „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერის ჯგუფი“ ქალებისა და ბავშვების მკვლელობაზე პასუხისმგებელი არ არის.
როგორც Gulaga.net-ის დამფუძნებელმა განაცხადა, დანაშაულის საჯაროდ აღიარების შემდეგ ორივე მამაკაცს სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025