
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს ლიდერებმა მოსკოვზე ზეწოლა უნდა მოახდინონ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომასა და ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვაზე დაითანხმონ.
„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალით არის დასაბრუნებელი. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალა შეიძლება დაგვეხმაროს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
როგორც ზელენსკი BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რუსეთმა, რომელიც უკრაინის ომთან დაკავშირებით შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიწვეული არ იყო, მეორე სამიტში, რომლის გამართვაც ნოემბერშია დაგეგმილი, მონაწილეობა უნდა მიიღოს.
მისივე თქმით, რაც უფრო დიდ დროს გაატარებს რუსეთი ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი გახდება უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„მე მჯერა, რომ რუსეთზე ზეწოლით, ჩვენ შეგვიძლია დავთანხმდეთ საკითხის დიპლომატიურ მოგვარებაზე“, - ამბობს ზელენსკი.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026