
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ საინფორმაციო სივრცეში რუსეთის დამარცხება შეძლო.
„სოციალური მედია არის ბრძოლისა და შესაძლებლობების ველი. რუსეთმა ეს გამოიყენა და დეზინფორმაციას აწვდიდა აფრიკის, აზიის ბევრ ქვეყანას, ძლიერი გავლენა იქონია ისრაელზე, გერმანიაზე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე და მათი დეზინფორმაციის არხები მუშაობდა შეერთებულ შტატებშიც კი.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას უკრაინა მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ ინფორმაციული სიცრუის გარღვევა. უკრაინამ ეს გზა ძალიან კარგად გაიარა, თუმცა იგი ჯერ არ დასრულებულა. ინფორმაცია ჩვენს ხელში ძლიერი იარაღი გახდა, რუსეთს თავიდანვე მეტი იარაღი ჰქონდა ბრძოლის ველზე, მაგრამ ჩვენ შევძელით და საინფორმაციო სივრცეში ისინი დავამარცხეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025