07/02/2025
20:08
მსოფლიო
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი 14-16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების შემდეგ უკრაინას ეწვევა. როგორც UNIAN-ი იტყობინება, ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა.
„არსებობს სამუშაო თარიღები. ჩვენ არასდროს ვაცხადებთ წინასწარ ვიზიტების თარიღებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მაგრამ ნამდვილად ველოდებით ამ ვიზიტს თებერვალში“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გიორგი ტიხიმ ასევე კომენტარი გააკეთა კელოგის განცხადებაზე - ორივე ქვეყნის დათმობების აუცილებლობის შესახებ.
„უკრაინა არავისთან შეჭრილა. უკრაინას თავს დაესხნენ.
„სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალი გზა რუსული აგრესიის შეწყვეტით გადის. ჩვენ, პირველ რიგში უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ეს აგრესია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ აღარ განმეორდება“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი.
0
0