07/02/2025
23:11
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/gegelia.jpg)
„ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ჭაობში მყოფ ქვეყნებად მოიხსენია სახელმწიფოები, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.
შესაბამისი განცხადება მან „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ „წრე შეიკრა – სლოვაკეთის, უნგრეთის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის.“
„ავტოკრატიული, დიქტატორული, ჭაობში მყოფი ქვეყნები. ასევე, ირანი ვახსენოთ, კარგი მაგალითია“, – განაცხადა გეგელიამ.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნულზე გეგელიას მიმართა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა თუ სურთ, „მეზობლებზე ჭაობს არ ამბობენ“.
„ეს ქვეყნები, რომლებიც ვახსენეთ, არიან გადაუდებელ აუცილებლობაში; მაგალითად, სომხეთი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება კი, ვეღარავის ვეღარ ხვდება“, – განაცხადა გეგელიამ.
0
0