07/02/2025
23:42
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/maski%20trampi%204.png)
ილონ მასკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს, – ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას Time-ის ახლად გამოქვეყნებული გარეკანის შესახებ, სადაც ბიზნესმენი და მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი ილონ მასკი პრეზიდენტის მაგიდასთან ზის.
„ჟურნალი „თაიმი“ ჯერ კიდევ არსებობს? არც კი ვიცოდი“, – აღნიშნა ტრამპმა, რომელიც Time-მა 2024 წლის პიროვნებად დაასახელა.
ამერიკის პრეზიდენტნის თქმით, ილონ მასკი თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების ფლანგვის ბევრ შემთხვევას პოულობს.
„თქვენ ამას ხედავთ USAID-ის შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ნახავთ სხვა სააგენტოებსა და მთავრობის სხვა ნაწილებში. მას ჰყავს ფანტასტიკური გუნდი. მას დიდი ხანია სურდა ამის გაკეთება“ – განაცხადა ტრამპმა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ USAID-ის შემთხვევაში, მთელი საქმე თაღლითობაა, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.
0
0