საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები თურქეთთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელის საშუალებით ქართველ გულშემატკივრებს მიმართავენ.
ზურიკო დავითაშვილი ქომაგებს ჰპირდება, რომ შემდეგ შეხვედრებში საქართველო უფრო ძლიერი დაბრუნდება.
„მადლობა მხარდაჭერისთვის და ასეთი გარემოს შექმნისთვის. უფრო ძლიერები დავბრუნდებით“, - წერს ზურიკო დავითაშვილი.
ქართველ გულშემატკივრებს აგრეთვე მიმართა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი ქოჩორაშვილმა.
„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა, ყველაზე მთავარია, შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
0
0