
რაჭაში მომხდარმა სტიქიამ უამრავი ადამიანი ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანა, ესაა სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების პოვნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ძებნა-შველის ღონისძიებაში თავდაცვის ძალები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოხალისეები არიან ჩართულნი.
დაკარგული ადამიანების საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ექიმი კოტე მელნიჩუკიც.
ექიმი სოციალურ ქსელში რაჭველების შესახებ წერს, რომლებმაც „უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს“.
კოტე მელინჩუკი მადლობას უხდის ყველა რაჭველს დახმარებისთვის.
„მინდა მოგიყვეთ თუ გადმოგცეთ ის რაც უთქმელი დარჩა…
ყოველი ლოკაციაზე შესვლის შემდეგ იმ უბედურების მორევიდან გამოსულებს გვხვდებოდნენ ჩემი რაჭველები გამწარებული რაჭველები 😢 შეკითხვების შემდეგ ყველა გვპატრონობდა მოჰქონდათ წყალი თუ საკვები ერთმანეთს არ აცდიდნენ ამაღამ ჩვენთან რჩებითო ♥️ უკიდეგანო უბედურების ჟამს მადლიერების და გვერდში დგომის უპრეცედენტო მაგალითი ♥️♥️♥️
მადლობა იმ ოჯახს ვინც შეგვიფარა და დაგვაპურა სულ ძალად წამოგვყარეს მიყრილები და საჭმელი გვაჭამეს ♥️♥️♥️
არასდროს დამავიწყდება რაჭველი კაცი პირდაპირი გაგაებით გადაგვეკიდა აღარ გვშორდებოდა „ადგილობრივი ვარ ხუთითი თივით ვიცი აქაურობა და რით დაგეხმაროთ“ ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვთქვით მის გამოყოლაზე და მდინარის პირას გველოდებოდა აბა რა გინდათო ყავა, წყალი, საკვებიო დღეს ჩემს სახლში უნდა დარჩეთო…
არა და დანა პირს არ გვიხსნიდა უკვე ვემალებიდით და მაინც გვპოულობდა ♥️♥️♥️ ბოლოს დავაკვირდი მარტო ჩვენ არა ყველასთან ყელასთან მაქსიმალურად იხარჯობოდა ♥️♥️♥️
ამ პოსტით მადლობას ვუხდი ყველა რაჭველს ვინც დაგვეხმარა“, – წერს კოტე მელნიჩუკი.
0
0