
პარლამენტის ოპიზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„კიდევ ერთი ცხრილი, რომელიც ამხელს მთავრობის მიერ გაპიარებულ სტატისტიკას მანიპულაციაში.
ქვეყანაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა წლითიწლობით მცირდებოდა, მაგრამ ეს საგანგაშოდ არ აღიქმებოდა, რადგან აქ არ ჩანდა ის ფაქტი, რომ ქვეყანას როცა ტოვებდნენ საქარათველოს მოქალაქეები, მათ ადგილს უცხოელები იკავებდნენ.
პრემიერ-მინისტრმა ახლახან თავის წლიურ მოხსენებაში სიამაყით გვამცნო, რომ 2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. არა და გასულ წელს 101 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა და დარჩა უცხოეთში საცხოვრებლსდ. იმავე წელს წინა წლებში წასულებიდან რამდენიმე ათასი ასევე დაბრუნდა უკან და წასულებსა და დაბრუნებულებს შორის უარყოფითმა სალდომ 47 ათასი ადამიანი შეადგინა. უკან დაბრუნებული იმავე წელსვე რომ იშოვიდა აქ სამუშოს და ეს რომ არაა გარანტირებული, ადვილი მისახვედრია, მაგრამ ასეც რომ იყოს, მაშინ საიდან მაინც დასაქმებულთა ამოდენა ზრდა? რა თქმა უნდა უცხოელების, ძირითადადად რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე.
0
0