
ევროკომისიის ანგარიში გაფართოების შესახებ 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. კანდიდატის სტატუსზე ურთიერთბრალდებები გრძელდება.
მმართველი გუნდი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს. იგივე თემაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციის ნაწილიც, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ბრიუსელში მათი ზოგიერთი კოლეგის შეხვედრების თემა, ხშირ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის გადავადებას ეხება.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, კანდიდატის მინიჭება არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანამ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები და, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არაფერია.
"ყოველთვის, როცა კანდიდატის სტატუსსა და ამ შესაძლებლობებზე ვსაუბრობდით, ვამბობდით - კანდიდატის სტატუსის მიღება, თუ ამ ქვეყანაში არ გატარდება დემოკრატიული რეფორმები, არაფერია და დარჩება მხოლოდ სტატუსად.
არაერთი მაგალითი მოგვიყვანია ამასთან დაკავშირებით. ქვეყნები, რომლებსაც წლებია კანდიდატის სტატუსი აქვთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამხდარან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის [სტატუსის] მინიჭება არის შესაძლებლობა, ქვეყანამ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები", - განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0