
შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ურბანისტი ნიკო კახეთეიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„რაღაცას რომ წერთ ან ისმენთ ცოტა ხომ უნდა დაფიქრდეთ? ვერტმფრენს განათება როგორ არა აქვს, მაგრამ თუ ხართ იმ ხეობაში ნამყოფი ან ვერტმფრენით ნაფრენი? სამაშველო-საძიებო სამუშაოები მაქსიმალურად დაბალი სიმაღლიდან ხორციელდება. რა განათებამ უნდა უშველს ვერტმფრენს ისე რომ არაფერს წამოედოს რელიეფის სირთულიდან გამომდინარე?
თქვა ერთმა კრეტინმა რაღაც და აყვნენ. იქნებ გამოვიჭიროთ რაღაცაშიო. დაატანეთ ტვინი რაღაცას, რამ გაგაბოროტათ ასე?“- წერს კახეთელიძე.
როგორც ცნობილია, წუხელ სამაშველო ღონისძიებები მხოლოდ ვერტმფრენებმა შეწყვიტეს. როგორც შსს-ში განაცხადეს, რთული რელიეფის გამო, ღამის განმავლობაში ვერტმფრენით სამაშველო ოპერაციები არ განხორციელდებოდა.
უწყების ამ გადაწყვეტილებას, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
0
0