არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს.
ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის მონაწილეებმა დღეს განაცხადეს.
როგორც პოლიტიკური მოძრაობის წარდგენისას, მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
„ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვებების თარიღზე, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგადაც, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხვას, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ გააკეთა. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა, ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ, მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას“, – განაცხადა ცუცქირიძემ და აღნიშნა, რომ ასევე ხმარს უჭერენ პრეზიდენტის მიერ წარმოაგდენილ ქარტიას.
0
0