
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
84 მომხრე და 10 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა. ნდობის გამოცხადებიდან დაახლოებით 90 წუთის შემდეგ, ადმინისტრაციამ აღნიშნული განცხადება გაავრცელა.
0
0