
მისი თქმით, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გაგზავნა, ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას განმუხტავს.
„მოშიმშილე პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნა ყოველთვის ლეგიტიმურია, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში უნდა გააგზავნონ. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება.
ჩემი ვერსია იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი შეკრულები არიან, შესაბამისად, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯები ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, სააკაშვილი არჩევნების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, ამ მიზნის მისაღწევად კი, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ერთ-ერთი კარგი გზაა”, - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025