
ქართულ ფილმ „იმერული ესკიზებიდან“ მაყურებელს ბევრი სახალისო ფრაზა ახსოვს. მაგრამ არის ყველაზე ხმაურიანი კადრი, პატარა გმირის ერთ-ერთი ეპიზოდი და ერთი სიტყვა „ჩინჩლავს" რომელიც დღემდე ყველას ახსოვს.
მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ დაითანხმეს ამ როლზე:
„გადაღებამდე ამიხსნეს, უპატრონო ბავშვის როლი უნდა შეასრულოო. სიტყვამ „უპატრონო“ ისე შემაშინა, რომ უარი ვთქვი გადაღებაზე.მერე მთელი თვე დამდევდნენ აქეთ მასწავლებლები და იქით დირექტორი, რომ მეთქვა „ის“ სიტყვა. ნანა მჭედლიძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა შოკოლადები მომიტანეს, რას არ დამპირდნენ, რომ კამერების წინ სიტყვა „ჩინჩლავს“ მეთქვა. ბოლოს ვიფიქრე, ოღონდ თავი დამანებონ-მეთქი და მართლაც ვთქვი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის, მასწავლებლის რეაქციით გულაჩუყებული რომ ვტირი და გავრბივარ, სინამდვილეა. რატომ გამოიწვია ფრაზამ ასეთი დაინტერესება, დღემდე არ ვიცი. რაც ამ სიტყვის თქმის შემდეგ ხდება ფილმში, დადგმული არ არის,“- იხსენებს კახა ჭკადუა.
.jpg)
ფილმის პატარა გმირი, კახა ჭკადუაა, დღეს კიკბოქსინგის მწვრთნელია.
წარმოშობით სვანი, მესტიის სოფელ ხაიშიდან არის. ხონში, სოფელ დიდ კუხში იზრდებოდა, სწორედ ამ სოფელშია გადაღებული „იმერული ესკიზები".
ომის ვეტერანია, რომელიც აფხაზეთის „იმედის" ბატალიონში იბრძოდა. რამდენიმე წლის წინ მარნეულში კიკბოქსის სკოლა გახსნა, სადაც დღემდე მოღვაწეობს და ცხოვრობს.
როგორც თავად ამბობს, გაზრდილი ჰყავს უამრავი ჩემპიონი, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონიც.
სპორტული ცხოვრების პარალელურად, დაცვის სამსახურის მარნეულის ფილიალის ხელმძღვანელია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი - 18 წლის ნიკოლოზი და 14 წლის ანა.
0
0