
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და დაწერა:
,,ვაფართოვებ გეგმას:
შევიკრიბოთ ერი დიდგორის ველზე. და ვიქეიფოთ!
რაღაც ჩხუბი იქნება, გაწევ გამოწევა, ცოტა მივხოც მოვხოცოთ ერთმანეთი და მერე პახმელიაზე გამოვიდეთ დილით იქვე!
ეს იქნება ბოლის გამოშვების, ძ*ნერისგან დაცლის, ამტანთა ბუნებრივი გადარჩევისა და ეროვნული შერიგების ჭერმარიტი აქტი გონიერი!
გადაწყვიტე, ერო!” დაწერა ბარნოვმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადეს.
0
0