
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო სამხედროებისთვის საკვებს 2-3-ჯერ უფრო ძვირად ყიდულობს, ვიდრე მაღაზიებშია. თავდაცვის უწყება ამას სიცრუეს და მანიპულირებას უწოდებს და უკრაინის უშიშროების საბჭოსთვის მიმართვას აპირებს.
„საჯარო სივრცეში ფართოდ გავრცელებული სურსათის სერვისების შესყიდვის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართული მანიპულირებისა და შეცდომაში შეყვანის ნიშნებით ვრცელდება.
თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 21 იანვარს პირადად მიმართა უმაღლესი რადას ეროვნული უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის სხდომის გამართვის თხოვნით და მოისმინა ინფორმაცია პროცედურების, გარემოებებისა და შედეგების შესახებ. 2023 წლის სამხედრო მოსამსახურეთა კვების მომსახურების შესყიდვა ანტიკორუფციული ბიუროსა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტრო უშიშროების საბჭოს მიმართავს, რომ ჩაატაროს გამოძიება იმ მასალაზე, რომელიც ეხება პროდუქციის გაბერილ ფასებში შეძენას.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ. დეტალებს რადას კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოაქვეყნებენ.
0
0