„სახლში ყველაფერი კარგად არის, ჯუბიტამ ჩალა უყიდა ძროხებს ემზარია უვლის“ - შვილიშვილების წერილი კოვიდრეანიმაციაში მყოფ ბაბუას
A-
+A

კლინიკა BMC - ის რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ინეზა სულამანიძე წერილს აქვეყნებს, რომელიც შვილიშვილებმა მის დეპარტამენტში მყოფ კოვიდინფიცირებულ ბაბუას მისწერეს.
ექიმი ინეზა სულამანიძე წერს: „ასეთი შვილიშვილი მომეცი, ღმერთო!“
„რა საყვარელია,ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს ბაბუ!!“
„რამდენი ვიტირე, ღმერთო ყველას კარგად უმყოფე თავიანთი ბებია - ბაბუა“.
„ამრავლოს უფალმა ასეთი ბავშვები!...ბაბუას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!....“ - წერენ კომენტარებში ფეისბუკის მომხმარებლები.
„ბაბუა შენ ახლა ფილტვების ანთება გაქვს და ბათუმში ხარ საავადმყოფოში... ექიმები გივლიან და გთხოვ დაუჯერო მათ.
სახლში ყველაფერი კარგად არის, ჯუბიტამ ჩალა უყიდა ძროხებს ემზარია უვლის. არ იდარდო მაგაზე ... ვასკაია დაკუნტრუშობს და ერთი სული აქვს როდის გაიგონებს შენს ხმას ალბათ... სიმინდიც დაგვრჩა დასაფშვნელი...
ჰოდა ყველაფერი შენზეა ხომ იცი, შენს ეზო - კარს და სახლს შენს გარეშე ფასი არ აქვს...
ეცადე მალე გამოკეთდი და დაგვიბრუნდი და ისევ იბოდიალე...
მერაბიკოს უნდა შენი ჩახუტება. ჯუბიტა და მე ყოველდღე დავდივართ და არ გვიშვებენ კოვიდის გამო.
შენთან ვართ იცოდე... აქვე ახლოს...“ - წერენ შვილიშვილები კლინიკა BMC-ში მყოფ კოვიდინფიცირებულ ბაბუას.
0
0
583
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%