
გორში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ახალგაზრდული კლუბის პრენეტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, კლუბის წევრები, მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.
ახალგაზრდული კლუბი #მევგეგმავჩემიქალაქისბიუჯეტს კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელებაში.
ახალგაზრდული კლუბის წევრები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განახორციელებენ საჭიროებების კვლევას და მენტორობას გაუწევენ მოქალაქეებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინიციტივო წინადადებების მომზადების პროცესში.
გორის მუნიციპალიტეტი „სამოქალაქო ბიუჯეტით“ მოსახლეობას მათივე საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის პრიორიტეტულ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად 3 000 000 ლარია გამოყოფილი. თანხა 28 ტერიტორიულ ზონაზე თანაბრად გადანაწილდება.
საინიციატივო წინადადებების მიღება 1 ივნისიდან 29 ივლისამდე გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში ინიციატივების წარმოდგენას შეძლებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები 16 წლიდან.
წინადადების წარსადგენად აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://bit.ly/3GGW698
მოქალაქეებს შევსებული ფორმის წარმოდგენა შუძლიათ როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გრიგოლ ფერაძის №5), ასევე ელ. ფოსტაზე - samokalakobiujeti.gori@gmail.com
0
0