
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები იგივეა, რაც მკვდარზე „ვენოკი“, - ეს შეფასება „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.
ხვიჩიას შეფასებით, ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები პარტნიორების რეკომენდაციებს არ პასუხობს.
„სასამართლოში „ბანდიტები“ არ უნდა გვყავდეს, ანუ უნდა გავემიჯნოთ „ბანდიტებს“, რომელიც დასანქცირებულნი არიან აშშ-ს მიერ. ამის შემდეგ შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ - ეს ნაბიჯია ის, რომ ბრალდებულს ჰქონდეს უფლება, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, რაც სასამართლო სისტემაში კონკურენციას გააჩენს, მაგრამ რაც დღეს ხდება, იმისგან არაფერი გამოვა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა. გასული წლის ნოემბერში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, პირველი მოსმენით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა განიხილა.
0
0