Facebook გვერდი “სინამდვილეში” „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევრის, ქეთი შოშიაშვილის მიერ სუს-ზე დაწერილი კრიტიკული პოსტის წაშლის შესახებ წერს:
"„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსმა მკვლევარმა და „სირცხვილიას“ აქტივისტმა, ქეთი შოშიაშვილმა სოციალურ ქსელში სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთის საკითხზე დადებული კრიტიკული პოსტი ჩვენი მხილების შემდეგ წაშალა.
#სინამდვილეში, განმარტების გარეშე პოსტის წაშლა არ ნიშნავს აზრის შეცვლას და პირიქით, აძლიერებს აღქმას, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ინტერესებზე და ქართველი ხალხის სიცოცხლეზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს.
აღსანიშნავია, რომ ქეთი შოშიაშვილი სოციალურ ქსელში გამოირჩევა ანტისახელისუფლებო და ანტიქართული პროპაგანდით." - წერს “სინამდვილეში”
0
0