-share.jpg)
რუსეთის სიღრმეში არსებულ იმ სამხედრო ბაზებზე შეტევები, რომლებიც უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით რაკეტების გასაშვებად გამოიყენება, უბრალო რიტორიკა კი არა, გეგმაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში, NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, თუ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის დაცვა გვინდა, ყველა შეზღუდვა უნდა მოვხსნათ. ამის შესახებ ვესაუბრე პარტნიორებს: გაერთიანებული სამეფოს ლიდერებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, NATO-ს გენმდვივანს, ყველას.
და თუ რუსები გვიტევენ და საავადმყოფოში ბავშვებს გვიხოცავენ, ჩნდება გიჟური კითხვა - რატომ არშეგვიძლია ჩვენ, ვუპასუხოთ და შევუტიოთ იმ სამხედრო ბაზებს, რომლებიდანაც სამხედრო თვითმფრინავები მართვად ბომბებს ან რაკეტებს გვესვრიან? ამიტომ, ჩემთვის, ეს რიტორიკა კი არ არის, ნამდვილი გეგმაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოკავშირეებისგან ელოდებიან, რომ ისინი ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდებიან.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026