
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ქმედებები უკრაინასა და საქართველოში აჩვენებს, რომ რუსეთი უარყოფს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, დავრწმუნდეთ იმაში, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა ხდება რეალურად და ეს, ჩვენთვის ძალიან ნათელია - თუ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ უკან და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ეს არის ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. ჩვენ ინტენსიური კონკურენცია გვაქვს, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს ის, თუ რა იქნება მომავალში. ერთ-ერთი კონკურენტი რუსეთი და პუტინის რუსეთია, მის მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც მან არა მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ სულ მცირე 2014 წელს და შესაძლოა მანამდეც, საქართველოში 2008, 2009 წლებში განხორციელდა - ეს იმის დემონსტრაციაა, რომ ის უარყოფს არსებულ დღის წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც წესრიგის განმსაზღვრელია - ტერიტორიული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
0
0