
სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერი დავით ქაცარავა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რუსები უწყვეტ ნაკადად შემოდიან საქართველოში. უწყვეტად და რაც მთავარია უკონტროლოდ. შემოდიან უმეტესწილად ისეთები, ვინც არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.
პრობლემები შემოსვლაში ექმნებათ მხოლოდ ისეთებს, ვინც ებრძვიან პუტინის რეჟიმს და აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
ვინც ფიქრობს, რომ ეს უწყინარი ტურისტია, რომელიც არაფერს უშავებს ჩვენს სახელმწიფოს, ან ძალით იბრმავებს თავს, ან რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეა და ასეთ ადამიანებს რა ჰქვიათ, კარგად ვიცით.
ხელისუფლების პოლიტიკა სრულიად კოლაბორაციონისტულია, კრემლის მაამებლური და ჩვენი სახელმწიფოს დამღუპველი.
რუსებს ფეხქვეშ ეფინებიან ეს კოლაბორაციონისტი ქოცები და უკრაინელ დევნილებს ყრიან ქუჩაში.
სასწრაფოდ დაწესდეს სავიზო რეჟიმი და შემოსვლისას სავალდებულო წესით ხელი მოვაწერინოთ რუსეთიდან შემოსულებს დოკუმენტზე, რომლითაც ისინი აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობას. მოაწერს? შემოვიდეს. არ მოაწერს? უკან მუხასრანსკში წავიდეს.
გადავახდევინოთ მოსაკრებელი, რომლითაც შემდეგ დავეხმარებით ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთიდან , სამაჩაბლოდან და უკრაინიდან დევნილებს.
რთულია? არა..მხოლოდ ნებაა საჭირო, რომელიც ამ ქოცბანდმთავრობას არ გააჩნია“, - წერს დავით ქაცარავა.
0
0