
კიევის ნატოში შეყვანა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საფრანგეთი უკრაინის ნატოში შეყვანას განიხილავს.
მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ე.წ. სპეციალური ოპერაცია დონბასში „ადამიანების მკვლელობის შესაჩერებლად“ დაიწყეს და მიზანს „აუცილებლად მიაღწევენ“.
„თუ პარიზს ნამდვილად სურს უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაყენება, მაშინ მან არ უნდა გააძლიეროს კონფლიქტი მისი ნატოს შეყვანით, არამედ ზელენსკის რეჟიმზე და მის კურატორებზე ვაშინგტონიდან და ლონდონიდან ზეწოლა მოახდინოს.
ისევე, როგორც 2008 წელს თბილისს, კიევს შეექმნა ილუზია, რომ მას შეეძლო პრობლემების გადაჭრა სამხედრო გზით. დასავლეთის ქვეყნები არა მხოლოდ ნებით აძლიერებდნენ ამ ილუზიებს, არამედ აკეთებდნენ ყველაფერს, რათა კიევმა დაუსჯელად არ შეესრულებინა მინსკის შეთანხმებები.
დონბასში ადამიანების მკვლელობის შესაჩერებლად, მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ იძულებული გავხდით დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზნებს შორისაა უკრაინის დემილიტარიზაცია, ასევე მისი ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა. რაც გამორიცხავს ნებისმიერ სამხედრო კოალიციაში მონაწილეობას. ჩვენთვის ეს მიზნები ფუნდამენტური ხასიათისაა და ისინი მიიღწევა“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0