-share.jpg)
საგარეო საქმეთა და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს თბილისის ქუჩებში EU-ის დროშების რაოდენით გაოცებული იყო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების ნებას გამოხატავს.
„როცა საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ძალიან გამაოცა ევროპული დროშების რაოდენობამ თბილისის ქუჩებში, სავსე იყო. ჩემთვის კი არ იყო მხოლოდ გასაოცარი, ყველასთვის გასაოცარი იყო. თან არც ჩემი ვიზიტისთვის გაკეთებულა – ზოგადად, ჩემამდე, ჩემი ვიზიტის შემდეგაც ასე იყო. ეს ცხადყოფს იმას, რომ თქვენი მოქალაქეები ძალიან მტკიცედ ფიქრობენ, რომ ევროკავშირი არის მათი მომავალი და ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ თქვენთან ერთად, ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოვიყენოთ”, – განაცხადა მან.
დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გუშინ გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.
მთავრობის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრნენ და სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026