„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე კლდეკარის, კიშინიოვისა და ცქიტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
დელეგატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ვხედავთ, რომ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, კიდევ ბევრი გამოწვევაა, თუმცა მშვიდობის შენარჩუნების გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ გააგრძელებს განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს დელეგატმა იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პრიორიტეტი იქნება.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026