
ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ალასანიას თქმით, მას გონივრულად არ მიაჩნია, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
„მე პირადად გამოვრიცხავ ამას. მე რამდენადაც ამის [მიხეილ სააკაშვილის] განწყობა ვიცი, არა მგონია, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. კონსულტაციების შესახებ არ გამიგია, ჯერ ერთი, არ ველოდები, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს. მისი მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა, არის სუსტად, ველოდებით დამატებით გამოკვლევებს“, - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წარდგენის შესახებ დასმული კითხვა არ უარყო.
0
0
ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება
10/10/2026