
„ქართულ ოცნებაში“ საკუთარი მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან. ყველა წინამორბედი, რომელიც იმუქრებოდა, მწარედ დამარცხდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, სექტემბრიდან ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ორი დიდი კონკურენტი პოლიტიკური გაერთიანება.
როგორც დავით ბერძენიშვილმა განმარტა, ერთი იქნება სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური პარტნიორების მიერ შექმნილი, ხოლო მეორე სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეიქმნება.
„სააკაშვილი არის ოპოზიციის ერთი ნახევრის, ან ნახევარზე ცოტა ნაკლების, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალების ლიდერი. ის ახლა ძალიან ცდილობს, ითამაშოს კონსტრუქციული როლი და ამბობს, რომ ამას დავთმობთ, იმას დავთმობთ, საარჩევნო ნომერს დავთმობთ და ა.შ. არის ორი ვერსია გრანდ-კოალიცია, ანუ ერთიანი დიდი სია ნეიტრალური ნომრით და მეორე, იქნება მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორები ერთი, მეორე იქნება სექტემბრიდან, რასაც ვეძახი პატარების დიდ გაერთიანებას, თუმცა იმ პატარებიდან ზოგი ახლა წამოიზარდა. ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილთან ყველაზე ახლოს არიან. კარგია, რომ ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ მეტი ტაქტიკური დაახლოების შესაძლებლობები იქმნება. მე ვვარაუდობ, რომ დიდი გაერთიანება იქნება, რომელსაც ექნება პრეტენზია, რომ გახდეს ოპოზიციის ლიდერი. კოალიციაზე პრეტენზია ექნება 7-8 პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებას, რომლის პარტნიორ კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე იქნება 5 ნომერი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა
0
0