„პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს, რომელიც ნაცემია
29/11/2024
05:20
საზოგადოება
A-
+A
„პუბლიკის“ ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს.
როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ალექსანდრე ქეშელაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„პუბლიკის“ ცნობით, მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციამ ძალადობით დააკავა. ჟურნალისტის თქმით, ის ნაცემია, გატეხილი აქვს ცხვირი და საავადმყოფოში გადაჰყავთ.
პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები.
დაშავებულ პირებს შორის არიან სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, მათ შორის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე „აჭარის“ ერთ-ერთი ჟურნალისტი.
0
0
43
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%