
რუსეთის ერთ-ერთმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ახლა „საქართველოს აეროპორტები გახდება მოსახერხებელი სატრანსფერო ცენტრი მესამე ქვეყნებში მოგზაურობისთვის“.
„ასე რომ, ქუთაისიდან 30-ზე მეტი საერთაშორისო რეისია და ხშირად საბიუჯეტო. ბილეთის შეძენით 21-50 ევროდ შეგიძლიათ მოხვდეთ პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კვიპროსში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ესტონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, ბელგიაში, გერმანიაში“, - ნათქვამია სტატიაში.
სააგენტო Aviaport-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლეგ პანტელეევის თქმით, „Wizz Air გთავაზობთ არაერთ საინტერესო მიმართულებას ქუთაისიდან, რაც აეროპორტს ძალიან მიმზიდველს ხდის ტრანზიტისთვის“.
დადებითი - ქუთაისი უფრო ახლოსაა ვიდრე სტამბოლი ან სხვა ჰაბი, ასევე უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიმზიდველი საფასო პოლიტიკა.
მინუსები - ფრენების მცირე სიხშირე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოთხოვნამ მიწოდების სტიმულირება მოახდინოს“ - ამბობს ექსპერტი.
Space Travel-ის ხელმძღვანელი და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არტურ მურადიანი ამბობს, რომ „საქართველოს ტურისტულ დღის წესრიგში მოულოდნელმა გამოჩენამ შესაძლოა, სიურპრიზები მოიტანოს“. ცნობილია, რომ კომპანიები უკვე აყალიბებენ პაკეტურ ტურებს, მათ შორის სასტუმროებს ბათუმსა და თბილისში, ექსკურსიებსა და ფრენებს.
ამავდროულად, მურადიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაზე „პოლიტიკური ზეწოლის გრადუსის დაწევა“, რის გამოც ბევრი ტურისტი კვლავ ყოყმანობს საქართველოში დასასვენებლად წასვლაზე.
რუსული ექსპრესის რეკლამისა და პიარის დეპარტამენტის დირექტორმა ანა ფილატოვსკაიამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ სტუმრების 70 პროცენტი დაინტერესებულია საქართველოში სანაპიროზე დასვენებით. თუმცა ამბობს, რომ საქართველოს მთავარ საზღვაო კურორტზე - ბათუმში, სანაპიროზე დასვენების "თურქული დონის" მოყვარულებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოეწონებათ.
„თუ თურქეთში მთელი ცხოვრება სასტუმროში გადის, ბათუმის შემთხვევაში - ცხოვრება ქალაქშია“ - ამბობს ის და დასძენს, რომ აქტივობის თვალსაზრისით, ბათუმი უფრო ახლოს არის დუბასითან, ვიდრე კემერთან ან ალანიასთან.
ფილატოვსკაია ამბობს, რომ კურორტი ქობულეთი თურქეთს უფრო ჰგავს – „უფრო მშვიდი დასვენება, შესანიშნავი სასტუმროებია“.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026