
„პირველ რიგში, მინდა ჩვენს მეუფეს, დავით აბბა ალავერდელს დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა.“- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, სოფელ ალავერდში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ეპარქია განავითარა, დაამშვენა და მუდმივად ღვაწლშია, რომ იქაურობა იყოს მოწესრიგებული. -ამიტომ, არ ვიღებ, არ ვიზიარებ არასდროს უსაფუძვლო კრიტიკას და რადგან ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ადვილად ვხვდები ხოლმე, რომელი კრიტიკაა საფუძვლიანი და რომელი უსაფუძვლო. - აღნიშნა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, სიცრუეა, თითქოს სასტუმროს ალავერდის კომპლექსითან მეუფე აშენებს.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა შესაბამის არქიტექტორებთან. ვინაიდან ეს არის კერძო ინვესტიცია, ისიც ითქვა, რომ მეუფე აშენებს სასტუმროს. მინდა ვთქვა, რომ მეუფე არაფერს არ აშენებს. ამას აშენებს კერძო ინვესტორი ეკლესიის კუთვნილ მიწაზე, შესაბამისად, გამოსაკვლევი გვაქვს როგორია პროექტი და დაიცავს თუ არა ეს პროექტი კონსტიტუციურ პრინციპს. კონსტიტუციური პირინციპი არის შემდეგი - არ უნდა დაზიანდეს ერთი სიკეთე მეორე სიკეთით, აქ ორი სიკეთე პაექრობს ერთმანეთთან. ეს არის საკუთრების უფლება და ვერავინ ვერ ეტყვის ეკლესიას, რომ თავის საკუთრებაში საერთოდ არასდროს არაფერი გააკეთოს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა, და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - ძეგლი არავითარ შემთხევვაში არ უნდა დაზიანდეს.“- განაცხადა წულუკიანმა.
0
0