
„პირობას ვიძლევი, ქართველ ხალხთან ერთად ამ პუტინისტებს დავამარცხებთ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების დასამარცხებლად საჭიროა ერთიანობა და ბრძოლა.
ხაბეიშვილის განცხადებით, ეს რუსული რეჟიმი დასრულდება.
„დღეს ვერ ქნეს, ალბათ იზამენ ხვალ, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი, რაც არის, რომ ეს რაშისტები, პუტინისტები დავამარცხოთ, არის სახალხო პროტესტი. ეს პარტია, ის პარტია, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს არ ეხება პარტიებს, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. „ნაცმოძრაობა“ ნებისმიერ ასეთ აქციას მიესალმება და შეუერთდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს. პროტესტი უნდა იყოს ყველგან. მოქმედება და ბრძოლა შედეგს მოიტანს. უნდა მოვემზადოთ ბრძოლისთვის. ამათ სახელმწიფოს ინტერესები კი არ ადარდებთ, არამედ ევროკავშირის სტატუსის საბოტაჟი უნდათ, არადა მათი შვილები ევროკავშირის მოქალაქეები არიან. მათ თავისთვის უნდათ სიკეთეები და ჩვენთვის უნდათ რუსეთის გუბერნია. ეს რუსული რეჟიმი უნდა დავამთავროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ერთობა და პატივისცემა ერთმანეთის აზრის“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0