-share.jpg)
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ახალგაზრდების ინიციატივაზე წერს, რომლებმაც დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნიკო კვარაცხელიას პარკის დალაგება გადაწყვიტეს.
იზო ომაძე წერს, რომ „ქვეყანაც, პარკიც და ეზოც ახალგაზრდების დასალაგებელია“.
„მახსოვს ის ემოცია, Google საძიებო სისტემაში პირველად ინფორმაციის მოძიებას რომ შევეცადე, მერე მისი შექმნის ისტორია ლამის ზეპირად მასწავლა ჩემმა ბიჭმა, ნებისმიერ ისტორიას ამომიგდებდა, დიდი საქმეები საერთოდ გარაჟიდან იწყებაო ყოველთვის დააყოლებდა ხოლმე ეგ ცალკე მოსაყოლი ამბავია.
ახალგაზრდების ინიციატივა Feedc Georgia-Nico Kvaratskhelia Fund- ძალიან მომეწონა, 22 აპრილი დედამიწის დღეა, ხოდა პარკი უნდა დავალაგოთო, ეს პარკი კი ადვილად მისაგნები გახდება, თუ ჩვენს ყველაზე საიმედო მეგობარს Google-ს დავეკითხებით.
ქალაქი თბილისი.
შაბათი, 22 აპრილი, დედამიწის დღე
11. 00 საათი
ვისაც სურვილი გაქვთ, შემოუერთდით.
Nico Kvaratskhelia -იას სახელობის პარკი.
P.S. პარკიც, ეზოც, და ქვეყანაც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმა უნდა დაალაგონ, სხვაგვარად მე ვერ ვხედავ“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026