
„ოპოზიციის მთავარ სუბიექტებს ვურჩევდი, წინასწარ გამოაცხადონ, რომ ზურაბიშვილი მათი საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
ბერძენიშვილი ოპოზიციას ურჩევს, საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ბერძენიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავის მოსაზრებას ღიად დააფიქსირებს:
„თუ ამას იზამს, ეს პატარების და საშუალებების ახალი გაერთიანება მოიგებს. პირდაპირ ვნახეთ, როგორ ხვდებიან გულშემატკივრები პრემიერს და როგორ ხვდებიან პრეზიდენტს.
ასე, რომ ამ ვითარებაში ძალიან მიმზიდველი და სასარგებლოა სალომე ზურაბიშვილის ქარტიასთან თანაარსებობა. მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი რაიმე ფორმით, ამ საარჩევნო კამპანიის დროს, პოლიტიკური გემოვნების დაფიქსირებას, ძალიან გაექცეს“, – ამბობს ბერძენიშვილი.
„ტვ პირველთან“ საუბრისას დავით ბერძენიშვილი საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ იქნება კონფიგურაცია 2+1 – ეს კი გულისხმობს, რომ იქნება პოლიტიკური ცენტრი ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელთან“.
მისი თქმით, ასევე, იქნება პატარა და საშუალო ზომის პარტიების და პოლიტიკური პირების გაერთიანება, მესამე კი იქნება გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ამ ეტაპზე აცხადებს, რომ არჩევენებში პოზიციონირებას, მარტო გეგმავს.
ბერძენიშვილის შეფასებით, მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებები ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და არჩევნების შემდეგ, „ჯამურად, მათ მოუწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობა“.
„მოსალოდნელი არის, რომ იქნება 2+1 სისტემა – იქნება მიხეილ სააკაშვილის პლატფორმა, იქნება სხვა საშუალო და პატარა პოლიტიკური ჯგუფების ერთიანობის, 7-8-10 სუბიექტის ერთობის პლატფორმა და პლუს, რაკი ამბობს სულ, რომ ცალკე გავდივარ პლუს გახარია.
0
0