
„ომიკრონი“ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით შემოვა და ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს. ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. აცრილებსაც შეიძლება დაემართოს „ომიკრონი“, თუმცა მარტივად გადაიტანენ. ჩვენ ისე გადავალთ მეექვსე ტალღაში ვერც შევიგრძნობთ. ის მდგომარეობა რა სიმძიმეც აქვს მეხუთე ტალღას და გაივსო: კლინიკები, ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები, „ომიკრონის“ მასიური შემოსვლა გამოიწვევს თერაპიული განყოფილებების შევსებას, რაც მძიმედ აისახება ჯანდაცვის სისტემაზე.
მაქსიმალური დაცვა არის დამატებით ვაქცინაცია, ამის შემდეგ შემსუბუქდება დაავადების ხარისხი, მისი გავრცელება მიმდინარეობა და, რა თქმა უნდა, გართულებები. „ომიკრონის“ დროს ძალიან ბევრს ექნება ისეთი შეგრძნება, როგორიც არის ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების დროს. თუ ადამიანი არ გაიტესტა ამ დაავადების გადატანას ვერ შეიგრძნობს.
„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს. დღევანდელი სიტუაცია, საზეიმო ღონისძიებები და სუფრები დიდ საფრთხეს ქმნის. ინფიცირებულთა ზრდა იანვრის ბოლოში გამოჩნდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე.
0
0