-share.jpg)
გაერთიანებულ სამეფოში, „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპით (BA.2) იანვარში, პირველი 10 დღის განმავლობაში, სულ მცირე, 400 ადამიანი დაინფიცირდა და ის უკვე გამოვლინდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე მეტი შემთხვევები (79%) კი - დანიაში დაფიქსირდა. მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი (6%), ინდოეთი (5%), შვედეთი (2%) და სინგაპური (2%). თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპის გამოვლენა დამოკიდებულია ინდივიდუალური ჯანდაცვის სისტემების უნარზე - მოახდინოს PCR ტესტების შემდეგ დნმ-ის თანმიმდევრობა.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) განცხადებით, BA.2 კლასიფიცირდება, როგორც "მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტი".
”ვირუსებისთვის ევოლუცია და მუტაცია მახასიათებელია, ამიტომ პანდემიის პერიოდში ახალი ვარიანტების გაჩენა მოსალოდნელია. BA.2 ქვეტიპის ანალიზი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯერჯერობით, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, იწვევს თუ არა BA.2 უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონ BA.1““, - თქვა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა, მირა ჩანდმა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ახალი მუტაციების ფონზე ვაქცინაცია მნიშვნელოვანი იარაღი რჩება.
„ახალი ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს,” - თქვა ჯავიდმა.
0
0