
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს 10 აპრილს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. ასევე, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტს მოამზადებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი მმართველი გუნდია, სადაც აცხადებენ, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აქვს ერთი კვირა იმისთვის, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს. კომიტეტი იმავდროულად მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც პარლამენტი შემდეგ სასესიო კვირაში განიხილავს და დადგენილებით შექმნის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას. კომისია ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობასთან შეხვედრებს ჩაატარებს და განხილვის შედეგებს მოახსენებს პარლამენტს, რის შემდეგაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა დაიწყება
0
0