„ობოზრევატელი“ - მოკლულია რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი დენის კირეევი, რომელსაც სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი
A-
+A

უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელის“ ინფორმაციით, მოკლულია რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი. გამოცემის ინფორმაციით, მომლაპარაკებელი სავარაუდოდ მოკლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის დროს, როდესაც კირეევის დაკავება ხდებოდა.
წინასწარი მონაცემებით, დენის კირეევს სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი. ამასთან, შესაბამისი ინფორმაცია დეპუტატმა ალექსანდრე დუბინსკიმაც გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი კირეევს მოლაპარაკების მონაწილედ არ ასახელებდა და მისი სახელი პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ იყო, თუმცა ფოტოსა და ვიდეოში ის კიევის წარმომადგენლების გვერდით მაგიდასთან ჩანს.
კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი იყო. დენის კირეევი ასევე იყო „ოშადბანკის“ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2014 წწ.) და „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2006-2012 წწ).
0
0
490
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა
09/06/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%