-share.jpg)
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი თვლის, რომ „ხალხის ძალის“ ინიციატივა, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან, საქართველოსთვის დიდი გამოწვევა იქნება.
როგორც ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ბევრი საკვანძო ფიგურაა მიცემული, საქართველოს გარშემოც სიტუაცია დაძაბულია და „ნიურნბერგის პროცესის“ დონის მოვლენა ამ ეტაპზე საჭირო არაა.
„კონსპირაციული შეთანხმება, გეგმა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მომხდარიყო. ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს - სატელეფონო ჩანაწერები, სადაც მიხეილ სააკაშვილი თავის გეგმებს უზიარებს მეგობარ ქალბატონს, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დაძაბულობის მიყვანა ისეთ დონემდე, რომ სამოქალაქო დაპირისპირება სისხლის ღვრაში გადაზრდილიყო, მისი [სააკაშვილის] საუბრები ნათესავებთან. სპონტანურად არ მომხდარა არჩევნების შედეგების გაყალბება და ამ შედეგების მიხედვით მერე ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელმაც კინაღამ მიგვიყვანა სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე. თუნდაც პარლამენტზე შეტევა რომ გავიხსენოთ, ეს ყველაფერი დანაშაულია. ამ ყველაფერზე პასუხის მოთხოვნა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე რესურსების ქვეყანა ვართ, არსებობს რყევები ჩვენს გარშემო და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში ბევრი საკვანძო ფიგურაა მიცემული. ყოფილი პრეზიდენტი ახლაც იხდის ჩადენილ დანაშაულებისთვის სასჯელს, პროცესები მიმდინარეობს და ახლა გლობალური თემის „ნიურნბერგის პროცესის“ დონის შემოტანა არ არის საფუძველს მოკლებული, მაგრამ შესაძლოა საქართველოსთვის გამოწვევა აღმოჩნდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ „ლელოს“, ვაშაძე - გახარიას პარტიების, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი მეტი თავისუფლებას“, „დროას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გასამართლებას ითხოვს.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026