
შოვის სტიქიის დროს დაკარგულ პატარა გიორგის ამ დრომდე ეძებენ.
გიორგის დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია – მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
24 აგვისტოს გიორგი ხორბალაძეს ხუთი წელი შეუსრულდა.
მამა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მალე მოვალ შენთან... ნეტა რას მიპასუხებ, რომ შეგეკითხები, ჩვენს გიოს რატომ გაუშვი ხელი...“ - წერს კაცი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტოს მონაცემებით, რაჭაში შოვის სტიქიისას დაკარგული 2 ბავშვის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს მდინარეების ხეობებში, 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით ატარებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ დაკარგულთა ძებნა მანამ გაგრძელდება, სანამ მათი პოვნის თეორიული შანსი იარსებებს.
სტიქიის 25-ე დღეს არსებული ოფიციალური ცნობებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ოფიციალურად, დნმ-ის ტესტით, იდენტიფიცირებულია 29,
0
0