
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის „სქრინს“ აქვეყნებს და მედიასაშუალებას ცრუ, მანიპულირებული სტატიების გავრცელებაში ადანაშაულებს.
"ნახეთ რას კადრულობენ?!
👉 საკვნაძო სიტყვა და ფრაზას მკითხველი ყურადღებას არ აქცევს. მკითხველი იმახსოვრებს, რომ "შოვის ტრაგედია შესაძლოა "ქართული ოცნების" ბიზნეს ინტერესებს უკავშირდებოდეს.
👉 ვერ შეედავები. წერია "შესაძლოა". ანუ, შესაძლოა უკავშირდებოდეს, შესაძლოა არაო, გეტყვიან. მაგრამ მკითხველი ხომ გაღიზიანდა? პოსტს ქვემოთ ხომ მოჰყვა წყევლა-კრულვა და გინება?
👉 ფოტოზე ქვემოთ წერია "რას აპირებდა ხელისუფლება შოვში". კითხვის ნიშანი არ წერია. ზემოთაც მძიმეები აკლია. ჩემზე უკეთ ხომ უნდა წერდნენ?! ეს ისე.
👉 ანუ, რაღაცას თუ აპირებდა ხელისუფლება, რა კავშირშია ტრაგედიასთან? მაგრამ ხალხი ხომ ამ დეტალებში არ შედის?! გამოჰყავთ ფსევდოპოლიტიკოსები და ზედაპირულად რაღაც აბდაუბდას აწკარუნებენ.
👉 ადამიანები დასკვნებს ისე აკეთებენ, რომ ორიგინალს არ კითხულობემ, არ უსმენენ, ფსევდომედია დაწერს ცრუ, მანიპულირებულ სტატიას, დაადებს გამაღიზიამებელ ფოტოს და იწყება სიძულვილით სავსე კომენტარების დუღილი - წერს ამირან სალუქვაძე.
0
0