„ნაპოლის“ თავსატეხი - ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია
A-
+A

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა პერიოდით ვერ ითამაშებს.
იტალიური კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიგერიელი ფორვარდი სანაკრებო შეკრებიდან საზარდულის ტრავმით დაბრუნდა. ვიქტორს მეორე სამედიცინო გამოკვლევა მომდევნო კვირაში უნდა ჩაუტარდეს და ამის შემდგომ შეფასდება მისი მდგომარეობა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს „მილანისა“ და „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამოტოვებს. თუმცა, შიშობენ, რომ ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩებიც გამოტოვოს „მილანის“ წინააღმდეგ.
ვიქტორ ოსიმენი მიმდინარე სეზონში 25 გოლით „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირია, შესაბამისად, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია.
0
0
355
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%