
„ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ამის შესახებ პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა. „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას" მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს.
მისივე თქმით, არჩევნებიდან ხუთ დღეში ჩატარდა პოლიტიკური ყრილობა, რომელსაც არჩეული თავმჯდომარე უნდა დაემტკიცებინა და ახალმა გუნდმა, ნახევარი პოლიტიკური პარტიის იგნორირება მოახდინა.
„დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0